დანაგვიანებული სკვერი-მოქალაქე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

მსგავსი შინაარსის პოსები აღნიშნულ სკვერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება

 

დანაგვიანებული “ჩიკაგოს სკვერი”-ფაქტის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს.

“დღეს ძალიან შემთხვევით აღმოვჩნდი ე.წ “ჩიკაგოს ბაღში”, რომლის რეკონსტრუქციის დაპროექტებაც მოსახლეობის დაჟინებული მოთხოვნის შედეგი გახლავთ.

აი ეს ხომ ელემენტარული მოქალაქეობრივი თვითშეგნებაა, რომ ქალაქის შუაგულში, პარკში, ნაგავი არ უნდა დაყარო. და მერე კიდევ გამოვა ვინმე და იტყვის ქალაქის ხელმძღვანელობა არ იჩენს სათანადო ყურადღებას მოქალაქეების ინტერესების დაცვისთვისო. არ შეიძლება ყველაფერი სხვებს დავაბრალოთ და რაღაც პასუხისმგებლობა შენც უნდა იგრძნო, როცა ამხელა სოციუმის წევრი ხარ.

თუ გინდათ სუბიექტურობაში ჩამომართვით, მაგრამ ძალიან მრცხვენია, რომ ჩემი ქალაქი აი ასე გამოიყურება და ძალიან მაინტერესებს როდის მივხვდებით რომ ეს სწორი საქციელი არ არის და არანაირი გამართლება ამ ყველაფერს არ მოეძებნება”-წერს მარიამ ქავთარაძე

მსგავსი პოსები აღნიშნულ სკვერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში არაერთხელ გავრცელებულა, რის შემდეგაც ტერიორია რუსთავ-სერვის ცენტრის თანამშრომლებმა დასუფთავეს.

იხილეთ მსგავსი სტატია:

მოქალაქეების მიერ დანაგვიანებული სკვერი (+ფოტო)