მაღაზია ,,ზუმერიდან“ 20 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკა თაღლითურად მიითვისეს. როგორც ქრონიკამ გაარკვია თბილისის ცენტრალური ფილიალიდან რომელიც წერეთლის გამზირზე მდებარეობს ივლისსა და აგვისტოში უცნობმა პირმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სახელით 20 ათასი ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები, ლეპტოპები და აქსესუარები გაიტანა. მოგვიანებით კი გაირკვა რომ ქალბატონს ჭიათურის მუნიციპალიტეტთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და მუნიციპალიტეტი აღნიშნული ქონების შეძენას არც კი გეგმავდა.
,,წერეთლის ნომერ 1-შია ჩვენი მთავარი ფილიალი, ამ ფილიალიდან გაიტანეს ტექნიკა. ფაქტი მოხდა ორჯერ: 25 და 28აგვისტოს. წაიღეს ტელეფონები, ლეპტოპი, ჩანთა და მსგავისი ტიპის საქონელი. თქვეს რომ ოლიმპიადას ატარებდნენ და სჭირდებოდათ. დოკუმენეტებიც დაგვიტოვეს: სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, მიღება- ჩაბარების დოკუმენტი ბეჭდით დამოწმებული მერიის მხრიდან ხელმოწერილი. ჩვენ ზედნადებიც ავტვირთეთ და ანგარიშფაქტურაც, მაგრამ ჭიათურის მერიიდან უარყოფა მისცეს რადგან მათი შეძენა არ ყოფილა“ – განუცხადეს TV4-ს ზუმერში.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში აღნიშნავენ რომ მათი სახელით ადგილი თაღლითობას ჰქონდა და შესყიდვასთან არანაირ კავშირში არ არიან.
სატელევიზიო კომენტარისგან ზუმერში თავი შეიკავეს და აღნიშნეს რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კომენტარს ვერ გააკეთებდნენ. ფაქტთან დაკავშირებით ქრონიკა შსს დაუკავშირდა თუმცა უწყებაში აცხადბენ რომ ისინი აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ რადგან საქმესთან დაკავშირებით მათთვის არავის მიუმართავს.