თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე TBC ბანკის ერთ-ერთ ფილიალში, უცნობმა პირმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდო, რის შედეგად ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი, ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას და ნივთის დაზიანებას ან განადგურება გულისხმობს.