მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს და სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის ობიექტური განხილვისკენ მოუწოდებს. ადვოკატმა აბაზოვის საქმეზე პრესკონფერენცია გამართა და საქმის სხვადასხვა გარემოებებზე ისაუბრა.
,,იცით რომ სამი თვე თემურ აბაზოვის მიმართ საგამოძიებო უწყებას ბრალი აქვს წარდგენილი.თუმცა სამი თვის თავზე,აღმოჩნდა რომ საგამოძიებო ორგანოს ერთადერთი საქმეში რჩება დაზარალებული პირის ჩვენება.სხვა სახის მტკიცებულება,რომელიც გაამყარებდა ამ ჩვენებას საქმეში არ არსებობს. საგამოძიებო უწყების სახელმძღვანელო გახლავთ დაზარალებული პირის ჩვენება. დაზარალებული საკუთარ ჩვენებაში განმარტავს რომ თურმე ჭიქა მიაწოდა თემურ აბაზოვმა და გარკვეული ქმედების განხორციელება მოსთხოვა.თუმცა აღმოჩნდა რომ ამას ადგილი არ ჰქონია,ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა რომ თემურ აბაზოვს არანაირი შემხებლობა ჭიქასთან რომელზეც დაზარალებული საუბრობს არ ჰქონია”-განაცხადა თემურ აბაზოვის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.
ადვოკატის თქმით,დაზარალებული განმარტავს რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს,თუმცა ეს ექსპერტიზით არ დასტურდება. ყველაზე საინტერესო არის დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება თემურ აბაზოვის მიმართ. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება რომელიც თემურ აბაზოვის ბრალს დაადასტურებდა.
გაგი მოსიაშვილის განცხადებით, თემურ აბაზოვის და მისი მიზანია,დადასტურდეს მისი უდანაშაულობა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.ადვოკატის თქმით საქმეში არსებობს მტკიცებულებები რომელიც ადასტურებს რომ აბაზოვი უდანაშაულოა.









