რუსთავში , კოსტავას გამზირზე იმიტირებული არჩევნები გაიმართა , სადაც ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება დეტალურად გაცნობოდა ხმის მიცემის ყველა პროცედურას. ცესკოს წარმომადგენლებმა ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე ქცევისა და ხმის მიცემის პროცედურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. იმიტირებულ საარჩევნო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები რუსთაველი ახალგაზრდები .
იმიტირებული არჩევნების მიზანია საზოგადოებაში საარჩევნო პროცესში ჩართულობის გაზრდა და კენჭისყრის პროცესის შესახებ ინფორმირებულობა . აღნიშნული პროცესი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება .