სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

15-დან 18 სექტემბრამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება, ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი ღელვა. „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული ცნობით , მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ხოლო ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.