ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით, დეპარტამენტს ლაშა გოგნიაშვილი უხელმძღვანელებს. მან პოსტზე გაგა კიკრიტაძე ჩაანაცვლა. გოგნიაშვილი ამ დროდე აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება კირკიტაძეს ის, თბილისის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნება.

ლაშა გოგნიაშვილის ბექგრაუნდი:
დაბადების თარიღი: 16 ივნისი, 1986 წელი

დაბადების ადგილი: გორი

განათლება:
2002- 2006 წწ. – შსს-ს აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი

პროფესიული გამოცდილება:
18.01.2016 – დღემდე – შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

01.10.2015 – 18.01.2016 – შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსი;

03.2015 –10.2015 – შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსი;

12.2014 – 03.2015 – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უფროსი;

06.2014 – 12.2014 – კახეთის სამხარეოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

05.2013 – 06.2014 – კახეთის სამხარეოს მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსი;

01.2013 – 05.2013 – შიდა ქართლის სამხარეოს მთავარი სამმართველოს კასპის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე;

12.2012 – 01.2013 – შიდა ქართლის სამხარეოს მთავარი სამმართველოს კასპის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი გამომძიებელი;

11.2011 – 12.2012 – შიდა ქართლის სამხარეოს მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს უფროსი;

04.2010 – 11.2011 – შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის II მთავარი სამმართველოს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი;

2009-2010 – შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელი;

2008-2009 – ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი;

2006-2008 – შიდა ქართლის სამხარეოს მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი.

უცხო ენა: რუსული და ინგლისური

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი