№15 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 17 სექტემბერს დაიწყება

№15 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 17 სექტემბერს დაიწყება-ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან აცნობეს.

შესაბამისი უწყების გადაწყვეტილებით, სკოლაში სწავლა დათქმულ დროს,17 სექტემბერს დაიწყება.

შეგახსენებთ TV4-ს საკითხთან დაკავშრებით №15 საჯარო სკოლის მშობელი დაუკავშირდა, რომელიც აცხადებდა,რომ გარკვეული მიზეზების გამო,შესაძლებელი იყო სასწავლო პროცესი №15 საჯარო სკოლას №25 სკოლაში დაეწყო.
თავდაპირველად ინფორმაცია სკოლის ხელმძღვანელობამაც დაადასტურა.
მოგვიანებით გაირკვა,რომ გადაწყვეტილება მიღებულია და სკოლა ახალ სასწავლო წელს საკუთარ შენობაში დაიწყებს.

მიზეზი,რის გამოც სკოლა სწავლის დაწყების თარიღზე მსჯელობდა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს სკოლის შიდა ეზოს გზის დაზიანება იყო- როგორც სკოლის დირექტორი TV4-თან საუბარში  აცხადებდა ,შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გზა მცირედით დაზიანდა და  უწყებასთან შეთანხმებით , სკოლა სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშრებით მსჯელობდა.