ავტოსაგზაო შემთხვევას ვანში ორი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები დედა და 7 თვის ბავშვი არიან.
შსს-ს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.