ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა (+ფოტოები)

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე. ერთმანეთს “სუბარუ” და ტრაილერი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ისინი კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. სასწრაფო დახმარების ექიმის თქმით მძიმედ არის დაშავებული მგზავრი, მძღოლს კი შედარებით მსუბუქი ტრავმები აქვს.