ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი -წითელი ხიდის 21-ე კილომეტრზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი , „ტოიოტას“ და „ოპელის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა სამი ადამიანი,რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დამატებითი გამოკვლევების მიზნით კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა. ექიმების თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათ პროფილაქტიკის მიზნით დამატებითი გამოკვლევები უტარდებათ. როგორც TV4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი-წითელი ხიდის 21-ე კილომეტრზე (+ფოტო)
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი