წითელ ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სამარშუტო ტაქსი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.მათგან ორს მძიმე დაზიანებები აღენიშნება. დაშავებულები ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.როგორც TV4-თან ექიმმა განაცხადა დაშავებულებს მრავლობითი მოტეხილობები და თავის ტრავმები აღენიშნებათ.მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.