ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

წითელ ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სამარშუტო ტაქსი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.მათგან ორს მძიმე დაზიანებები აღენიშნება. დაშავებულები ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.როგორც TV4-თან ექიმმა განაცხადა დაშავებულებს მრავლობითი მოტეხილობები და თავის ტრავმები აღენიშნებათ.მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.