ალილო და ლაშა ღლონტი-კონცერტი რუსთავის პარკში (+ფოტო)

რუსთავქალაქობა 2018-ის ფარგლებში, რუსთავის პარკის ამფითეატრში კონცერტი გაიმარტა. რუსთავის პარკის ამფითეატრის სცენაზე ლაშა ღლონტი და ანსამბლი ალილო წარსდგნენ.
კონცერტი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მანამდე კი, რუსთავის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა. ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა,რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეებმა ნინო ქავთარაძემ და დავით რეხვიაშვილმა საპატიო მოქალაქეები დააჯილდოეს.

საპატიო რუსთაველის წოდება დღეს მეან-გინეკოლოგ ლაურა მირაშვილს, დეკანოზ გიორგი გორგიძეს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირის თავმჯდომარე გოჩა კაპანაძეს მიენიჭათ.

რუსთავქალაქობის კვირეულის ფარგლებში წელს კომპოზიტორი გია ყანჩელი და პედაგოგი ლალი წერეთელი-არობელიძე საპატიო რუსთაველებად უკვე დასახელდნენ.