აქცია ქვემო ფონიჭალაში

ქვემო ფონიჭალაში ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ავტობანის მშენებლობას აპროტესტებენ, ისინი დილიდან მშენებარე ავტობანის ტერიტორიის შესასვლელთან არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ.

ქვემო ფონიჭალის მოსახლეობის ნაწილი ირწმუნება, რომ მათი საცხოვრებელი სახლები ავარიულია და გამაგრებას არ ექვემდებარება, ავტობანის სამშენებლო სამუშაოები კი ისედაც ავარიული კორპუსების უფრო მეტად დაზიანებს და კედლების ჩამოშლას გამოიწვევს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან აღნიშნული ბინებიდან გასახლებას და ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.