ახალგაზრდობის პარკში დასუფთავების აქცია მოეწყო

პარკის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს

რუსთავში ახალგაზრდობის პარკში დასუფთავების აქცია ჩატარდა. კაპმანიია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობდა.

აქციის მონაწილეებმა დღეს პარკის ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს და ხეები შეღებეს. დასუფთავების აქცია რუსთავის მერიისა და „რუსთავსსერვის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა, კამპანიაში მოსახლეობაც იყო ჩართული.

როგორც დღეს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა იგეგმება პარკის რეაბილიტაციაც.არქიტექტურის სამსახურს პროექტის მომზადება უკვე დაევალა, სავარაუდოდ რეაბილიტაციისთვის თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში გაიწერება.

დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World) კამპანიის ფარგლებში შექმნილია მსოფლიო გარემოსდაცვითი რუკა, რომელზეც აღნიშნულია ქვეყნები, რომლებიც კამპანიას შეუერთდნენ და ყოველწლიურად მონაწილეობენ სექტემბრის აქციებში.
წელს „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანიის მოწოდებაა – “შევამციროთ პლასმასით დაბინძურება“ .