რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღებში დღეს ახალი სასწავლო სააღმზრდელო წელი დაიწყო -ამასთან დაკავშირებით რუსთავის ბაგა-ბაღების ფილიალებში ღონისძიება მოეწყო . ქალაქის მერმა , ირაკლი ტაბაღუამ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან ეკა ხუციშვილთან ერთად პატარებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
რუსთავში სააღმზრდელო პროცესი 19 ფილიალში დაიწყო , 2018 –2019 სასწავლო წლისთვის ექვსი ახალი ჯგუფი გაიხსნა ახალაშენებულ მეათე ბაღში.ორი სასწავლო ჯგუფი დაემატა მეოცე ბაღსაც. რამდენიმე ფილიალში ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ხოლო მე-8 და 25 -ე ფილიალებში სააღმზრდელო პროცესი 3სექტემბრის ნაცვლად 17 სექტემბერს დაიწყება .
შეგახსენებთ , სექტემბრის თვეში სააღმზრდელო პროცესზე დასწრება თავისუფალია და გაცდენილი დღეები საპატიოდ ჩაეთვლებათ.