,,ბოლნისქალაქობაზე” საპატიო ბოლნისელები გამოვლინდებიან

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების საკითხის განმხილვევი სათათბირო საბჭო შეიკრიბა, რომლებიც საპატიო ბოლნისელებს გამოავლენენ.

საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეს. მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან სხვა მოღვაწეობა აქვს. საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ და შესაძლოა გარდაცვალების შემდეგაც.
საპატიო მოქალაქეები 30 სექტემბერს ,,ბოლნისქალაქობაზე” გამოვლინდებიან.