ბოლნისში ბოლნისქალაქობისთვის ემზადებიან

მზადება ბოლნისქალაქობისთვის–ღონისძიებები 30 სექტემბერს გაიხსნება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,
ღონისძიება თავისი შინაარსით მრავალფეროვანი იქნება. ბოლნისი უამრავ სტუმარს უმასპინძლებს როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე გერმანიიდან და იტალიიდან. ღონისძიებები გადანაწილებულია 3 ძირითად დროზე და გათვლილია ყველა კატეგორიის ადამიანზე.
ღონისძიებები გაიმართება პატარებისთვისაც, რომელიც უფასო იქნება.

ღონისძიებების სრული ჩამონათვალი

14:00 ღონისძიების გახსნა
კულტურა – ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატთა გამოფენა; წიგნის „ბოვნისი, კატერინენფელდი, ლუქსემბურგი, ბოლნისი“ გამოფენა – ავტორი პეტრე დანელია; ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიული კუთხეები; სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინისა, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ქართული ნუგბარის დეგუსტაცია-გამოფენა-გაყიდვა; ბოლნისის მუნიციპალური თეატრის წარმოდგენა; ზ. ხუჯაძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის ღია სივრცე; ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივების ნამუშევართა გამოფენა და მცირე კონცერტები; ქუჩის თეატრის კოსტიუმირებული თეატრალური წარმოდგენა-კარნავალი; საბავშვო ატრაქციონები და სხვადასხვა ღონისძიებები.
სპორტი – ჭიდაობა, მკლავჭიდი, ჭადრაკი, კარატე.
ტრადიცია – ყურძნის საზეიმო დაწურვა საწნახელში.

18:00 საათზე ფოლკლორული მუსიკის კონცერტი
მოწვეულია საქართველოში მოღვაწე შემოქმედებითი ჯგუფები სხვადასხვა რეგიონიდან, სადაც წარმოჩინდება ქართული ტრადიციული მუსიკის მაღალმხატვრულობა დიალექტებისა და მუსიკალური ჟანრების მრავალფეროვნებების მიხედვით.
ანსამბლი „შუახევი“ – აჭარული ფოლკლორი შუახევიდან
ანსამბლი „შგარიდა“ – სვანური ფოლკლორი დმანისიდან
ანსამბლი „ძირიანი“ – რაჭული ფოლკლორი ონიდან
ანსამბლი „პატარა კახი“ – კახური ფოლკლორი თელავიდან
ანსამბლი „სათანაო“ – თუშური ფოლკლორი თბილისიდან
ანსამბლი „სახიობა“ – მეგრულ-იმერულ-გურული ფოლკლორი თბილისიდან
ანსამბლები „სიონი“, „ბოლნელა“ და „ორბელი“ – ქართლური ფოლკლორი ბოლნისიდან
ანსამბლი „Coro Fodom“ – იტალიური მუსიკა იტალიიდან (ლივინალონგო)
ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვება.

20:00 „სუხიშვილები“
ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“

ღონისძიების ორგანიზატორი:
ბოლნისის ა.ა.ი.პ. კულტურის, საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება