ბოლნისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

საგზაო ინფარსტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.სოფელ რაჭისუბნის რამდენიმე ქუჩაზე უკვე დაიწყო შიდა საავტომობილო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები.
ბოლნისის მერის დავით შერაზადაშვილის ინფორმაციით აღნიშნულ ქუჩებზე, სოფლის დაარსების დღიდან, არ ყოფილა ასფალტირებული გზა. ,,ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი, რომ ყველა ის დაპირება, რომელიც მოსახლეობას წინა საარჩევნოდ მივეცით, ეტაპობრივად შევასრულოთ და მაცხოვრებლებს მუდმივად ჰქონდეთ განცდა, რომ თვითმმართველობაში არიან ადამიანები, რომლებიც მათზე ზრუნავენ”-განაცხადა ბოლნისის მერმა.