გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია სასამართლოს უნდობლობას უცხადებს.
“ვამბობ , სასამართლო დღეს ცდილობს კომფორტი შეუქმნას და ქულები დაუწეროს ბრალდების მხარეს. ბრალდების მხარის მიმართ არც ერთი კითხვა არ დაგისვამთ და არ გაგჩენიათ.” -აღნიშნა ჭანტურიამ
ბრადებულმა დღესვე მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების შესახებაც ისაუბრა, რომელიც ჭანტურიას ნარკოტიკული საშუალებებისა და აზარტული თამაშების მიმართ დამოკიდებულებას ითვალისწინებს.ჭანტურიამ დღეს ქუთათელაძესთან უთახმოებაც უარყო.
“რაც წარმოადგინეს საქმეში პროკურორებმა? გამოძიებასაც არ დაინტერესებია სად დავდიოდი და საც ვმკურნალობდი, რას ვსვამდი და რას იწვევდა. არ დაკითხულა მედპერსონალი. იყო საუბარი აზარტულ თამაშზე, იძახიან რომ ფინანსური დაპირისპირება ქონდა ან სხვა სახის , ზოგადად საუბრობენ. სხვა რა სახის დაპირისპირება უნდა მქონოდა. დაპირისპირება სხვა სახის შეიძლება ოჯახში მეუღლესთან გქონდეს.
ვერც ერთი მოწმე ვერ მოვა და ავერ იტყვის რომ ფინანსური კომპლიქტი მქონდა ქუთათელაძესთან.
ჩემ თამაშთან დაკავშირებით კი ეს არის პიროვნების დისკრიმინაცია. 80 პროცენტი შედის კაზინოში და ეს არ ნიშნავს, რომ მკვლელობასაც ჩაიდენს. იცით რა არის, რწმენაც არ აქვთ ის რაც მოაქვთ მტკიცებულებები არ გამოადგებათ. ცდილობენ მოსამართლეს თუ ნაფისმსაჯულს მიასაღონ ეს ტყუილი. უნდათ ხაზი გაუსვან რომ ამის ჩამდენი ვარ. მაშინ კონკრეტული მტკიცებულებები მოიტანონ რომ მე ჩავიდინე ეს დანაშაული.
მეც , როგორც ადვოკატებს იგივე პოზიცია მაქვს , რომ ეს მტკიცებულებები ამოირიცხოს.
ვერნაირ ფორმატში ვერ ჯდება ეს .ბრალდება ცდილობს ჩადოს ნაგავი საქმეში. “-გიორი ჭანტურია