გააცოცხლე რუსთავის ისტორია–ჟიული შარტავა

ღონისძიება მუსიკალურად იყო გაფორმებული, მოეწყო ფოტო–გამოფენაც.

გააცოცხლე რუსთავის ისტორია–შარტავას სკვერში პროექტის ფარგლებში ღონისძიება ჩატარდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა და მოქალაქეებმა ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ცხოვრების ეპიზოდები და მისი რუსთავთან ურთიერთობის ფრაგმენტები გაიხსენეს.ღონისძიება რუსთავქალაქობა 2018–ის ფარგლებში ჩატარდა, სიმბოლურად იმ სვკერში, რომელიც ჟიული შარტავა სახელს ატარებს.
როგორც დღეს, ჟიული შარტავას სკვერში შეკრებილმა ადამიანებმა არაერთხელ აღნიშნეს, ქალაქის მთავარი დღესასწაული და თანამედროვე რუსთავის დღეს ამ ფორმით არ იქნებოდა წარმოდგენილი, რომ არა ჟიული შარტავა, რომელმაც რუსთავის განვითარებაში დიდი როლი შეიტანა.

ღონისძიება მუსიკალურად იყო გაფორმებული, მოეწყო ფოტო–გამოფენაც.

რუსთავქალაქობა –2018 ხვალ დაიხურება. ქალაქის მთავარ დღესასწაულს ხვალ ჯგუფი “რეგიონი” დახურავს, კონცერტი 20:30 რუსთავში, ლეონიძის პარკში ჩატარდება.