რუსთავში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრებმა 67 წლის მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავეს. გამოძახებაზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს ქუჩაში უგონოდ მყოფი მამაკაცი დახვდა. მამაკაცს სუნთქვა და პულსაცია საძილე არტერიაზე არ აღენიშნებოდა. ეკიპაჟმა ქიჩაში უგონოდ მყოფ მამაკაცს გადაუდებელიდ დახმარება გაუწია, მამაკაცს სუნთქვა და გულისცემა აღუდგა. მოგვიანებით, ის კლინიკაში გადაიყვანეს.
მთავარი ყველა საზოგადოება გადარჩენილი სიცოცხლე რუსთავში-ქუჩაში 67 წლის მამაკცს გაჩერებული გული აუმუშავეს