გარდაბანში პორტატული კომპიუტერები 1600 პირველკლასელს გადაეცა. მუნიციპალიტეტის 35–ვე სკოლაში დღეს სასწავლო წელი განახლდა. მოსწავლეებს, მშობლებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ტარიელ ჯანხოთელმა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ კახა კობერიძემ მოულოცეს.
სასწავლო სააღმზრდელო პროცესი განახლდა გარდაბნის ცხრა საბავშვო ბაღშიც. ბაღების ნაწილში, სადაც ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სასწავლო წელი ოქტომბერში დაიწყება.







