გარდაბანში საკრებულოს სხდომა გაიმართა-რა საკითხები განიხილეს სხდომაზე?

გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს.სხდომაზე, საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭრა საკითხებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გარდაბანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ლელა ჯამალაშვილის, ვალერი გოგოლაძის და აკიფ მუსაევისათვის დახმარების შესახებ, ასევე დადგინდა საკრებულოს წევრებისათვის აგვისტოს თვეში უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების საკითხი.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს საკითხები – სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ შპს „საქართველოს სათბურის კორპორაციისათვის“ და შპს „რუსთავის წყლისთვის“ საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ და საკითი, რომლებიც შეეხებოდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის სახელმიფო საკუთრებაში გადაცემას.

ამავე სხდომაზე ცნობად მიიღეს, საკითხი საკრებულოს წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.აღნიშნული საკითხები საკრებულოს სხდომაზე განხილვამდე ბიუროსა და შესაბამის კომისიებში განიხილეს.