გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა , რამაზ ბუდაღაშვილმა აფხაზეთის სამამულო ომში გმირულად დაღუპული გოჩა შინჯიკაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო. გოჩა შინჯიკაშვილი უგზო უკვლოდ იყო დაკარგული და ოჯახი 25 წლის მანძილზე ეძებდა .მისი ნეშტი საქართველოში მიმდინარე წელის აპრილის თვეში 22 მებრძოლთან ერთად ჩამოასვენეს და სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. არსებული ინფორმაციით გოჩა შინჯიკაშვილი 1933 წელს აფხაზეთის ომში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაიღუპა .
როგორც , ომში დაღუპული გმირის დედა ჩვენს კამერებთან საუბრისას იხსენებს, გოჩა 1993 წლის 17 სექტემბერს სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად 27 წლის ასაკში აფხაზეთის ომში წავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ.