გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს

გაძევებულებიდან 9 პირი პატიმრობაში იმყოფებოდა

გერმანიიდან თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს. საქსონიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაიფციგი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს მოქალაქეები გაძევებული არიან: საქსონიიდან, ბავარიიდან, რაინლანდ-პფალციდან და ქვემო საქსონიიდან. გაძევებულებიდან 9 პირი პატიმრობაში იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი ჩარტერული რეისი საქსონიიდან საქართველოს მიმართულებით, მანამდე საქართველოს მოქალაქეებს ინდივიდუალურად, რეგულარული რეისებით აძევებდნენ.