ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა მარნეულში მიმდინარე რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა და ჩატარებული სამუშაოების ხარისხით დაინტერესდა. ქვემო ქართლის გუბერნატორი სოფელ საიმერლოში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა 2019 წელს დასრულდება.შენობის გარდა კეთილმოეწყობა ბაღის ეზოც. გარდა ამისა დღეს შოთა რეხვიაშვილი სოფელ წერეთელში ცხრა აპრილის სკვერის რეაბილიტაციას გაეცნო.ადგილზე ახალგაზრდებისთვის დასასვენებელი სივრცის მოწყობა იგეგმება. სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა დასრულდება. გარდა ამისა მარნეულის სოფლების გზებზე მონტაჟდება საგზაო უსაფრთხოების ნიშნებიც.