ეროვნული მოძრაობა საპროტესტო აქციებს აანონსებს

ეროვნულმა მოძრაობამ „ზვიადის გზა – უფლის სახელით“ 22 სექტემბერს თბილისში,პარლამენტის წინ ,აქცია დააანონსა. აქციის მთავარი მიზანია დაიგმოს ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და ერთსქესიანთა ქორწინება.გარდა ამისა, დღესვე ცნობილი გახდა,რომ 12 სექტემბერს ეროვნული მოძრაობა ამომრჩეველს პრეზიდენტობის კანდიდატს,ზურაბ როჭიკაშვილს წარუდგენს. ეს უკანასკნელი ერთადერთი კანდიდატია,რომელიც პროფესიით ექიმია. როჭიკაშვილი ამომრჩეველს მარიხუანას ლეგალიზაციისა და დეკრიმინალიზაციის უარყოფით მხარეებზე უნდა გაესაუბროს. ეროვნულ მოძრაობას, ნარკოპოლიტიკისა და ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ მხარდაჭერა როჭიკიშვილის გარდა კიდევ ორმა საპრეზიდენტო კანდიდატმა,ნიკოლოზ ლეკიშვილმა და თემურ შანშიაშვილმა გამოუცხადა.