ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად პარლამენტთის შენობასთან პაატა ბურჭულაძე მივიდა

ბურჭულაძემ საზოგადოებას მოუწოდა, რომ მივიდეს შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად.

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად პარლამენტის შენობასთან ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე მივიდა.

ბურჭულაძემ საზოგადოებას მოუწოდა, რომ მივიდეს შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად.

„ყველა ადამიანი ვალდებულია, რომ მოვიდეს და მიუსამძიმროს ამ ადამიანს. როცა ეს ამბავი მოხდა, მე დავურეკე ტელეფონით და მივუსამძიმრე. თუ არ გაქვთ იმის დრო, რომ აქ იდგეთ, ერთხელ მაინც უნდა გამოიაროთ, რადგან აქ არის გაუთავებელი პანაშვიდი, აქ არის არამარტო შვილმკვდარი მამების, არამედ საქართველოს სამართლის პანაშვიდი. ორი რაღაც უნდა მივუსამძიმროთ აქ ხალხს, მამებსა და საქართველოს, რომ სამართალი გარდაიცვალა. მეტს ვერაფერს გეტყვით, მე საპიაროდ არ ვარ მოსული“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, ის ყოველდღე მივა პარლამენტის შენობასთან 5 წუთით მაინც.

„ყოველ დღე გამოვივლი და ამ ადამიანებთან ვიქნები 5 წუთით მაინც. ყველას მოვუწოდებ, მობრძანდით. არ არის აუცილებელი აქ მთელი ღამე გაათენოთ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს დღეს სამართალდამცველებმა პარლამენტთან კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს.