თემურ აბაზოვის წინასასამართლო სხდომა ორსაათიანი განხილვის შემდეგ 20:00 საათამდე გადაიდო.აბაზოვის ადვოკატი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობის შესახებ.
“დაცვის მხარეს მიიჩნია, რომ არის სამართლებრივი ლაფსუსები. როგორც პირველი ბრალი, ასევე დამძიმებული ბრალი არის დაუსაბუთებელი.საქმის სახელმძღვანელო ბრალდების მხარისთვის გახდა მხოლოდ ერთი დაინტერესებული პირის ჩვენება.
დაცვის მხარეს გააჩნია დასაბუთებული შუამდგომლობა დაუშვებლობის შესახებ, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ინფორმაციის ნაწილთან დაკავშირებით.ამიტომ სასამართლო იმსჯელებს ამ წარდგენილი შუამდგომლობის ფარგლებში და იმედი მაქვს, რომ მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას.ვიმედოვნებთ დაცვის მხარის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს მტკიცებულებათა დაუშვებლობის ნაწილთან დაკავშირებით.” აცხადებს თემურ აბაზოვის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.









