ეს აღმოჩენა მსოფლიოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში უდიდეს როლს ითამაშებს
ორთადოღუს ტექნიკური უნივერსიტეტის-ოდტის მკვლევარებმა ბამბის, სიმინდისა და მზესუმზირის ფოჩოებისა და ღეროების ბიო ნარჩენებისაგან ისეთი პლასტიკური მასალა მოიგონეს, რომლებიც ან საერთოდ ქრებიან, ანდა იჭმევიან, ე.ი. არ აჭუჭყიანებნ გარემოს. ეს ახალი მასალა ხელს შეუწყობს ჩვენს გარშემო ასობით წლის განმავლობაში დარჩენილი პლასტიკური ნარჩენებისა და ნაგვის მნიშნელოვნად შემცირებას, გარდა ამისა ეს ახალი ნაწარმი ახალ სიტყვას იტყვის შესაფუთ ტექნოლოგიაშიც
როგორც განაცხადა ოდტის ქიმიის ფაკულტეტის ლექტორმა პროფესორმაUუფუკ ბაკირმა, მათი ეს აღმოჩენა დიდ წვლილს შეიტანს ინდუსტრიის განვითარებაში, ამიტომაც მათ უკვე მიმართეს საპატენტო რეგისტრაციისათვის მწვანე ქიმიის მცნება ფართოვდება
მთელს მსოფლიოში მიმდინარე გლობალური ეკონომიკური კრიზისისგან და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისაგან წარმოქმნილი ეკოლოგიური პრობლემები დღის წესრიგში აყენებენ ქიმიურ მრეწველობაში ე.წ. მწვანე ქიმიას, ე.ი. ისეთი ქიმიური პროდუქციების გამოყენებას, რომლებიც გაცილებით უფრო ნაკლებ ზარალს აყენებენ გარემო ბუნებას-ამბობს პროფესორი უფუკ ბაქირი
მეცნიერები და ექსპერტები ვარაუდობენ რომ, ორმოციოდე წლის შემდეგ ნავთობის რეზერვები გათავდება, რაც მარტო იმას კი არ ნიშნავს, თითქოს და სატრნსპორტო საშუალებებს ბენზინი გაუთავდებათ, არამედ გაქრება მრავალი სამრეწველო პროდუქტი და საქონელი, მათ შორის პლასტიკურებიც, რადგან ისინი ხომ ნავთობისგან მიიღებიან.
აი ამიტომაც ზეგანვითარებული ქვეყნები ახლავე ეძებენ გამოსავალ გზებს და ამ მიზნით მრავალნაირ კვლევა ძიებებს და ექსპერიმენტებს ატარებენ, რათა ჯერ ერთი ბენზინის შემცვლელი იპოვონ, ხოლო მეორეს მხრივ გარემო ბუნებას უფრო ნაკლებ ზარალი მიაყენონ ამ ახალი საწვავი პროდუქტებით ამბობს პროფესორი უფუკ ბაქირი და ამატებს, ყველაზე მიზანმიმართული მუშაობა ამ მხრივ მიმდინარეობს ბიო რაფინერების, ე.ი, სასოფლო-სამეურნეო და სხვა მცენარეულისაგან ბიო საწვავის მისაღებად, თუმცა დღემდისაც კი მსოფლიოს მეცნიერებს თუნდაც ხორბლისაგან ვერ მიუღიათ რაიმე ახალი ეკოლოგიური საწვავი. პირადად მე და ჩემმა ეკიპაჟმა კი ვიფიქრეთ რომ, ამ ისედაც კვების პროდუქტების უკმარისობის პერიოდში ეთიკური არ იქნებოდა კვების პროდუქტებისაგან რაიმე ახალი პროდუქციის წარმოება და ამიტომ ორიენტაცია აიღეს არაფრისათვის გამოსადეგ, ფაქტიურად გარემოს გამჭუჭყიანებელ ბამბის, სიმინდისა და მზესუმზირის ღეროების ბიო ნარჩენებზე. ჩვენმა დაუღავავმა მუშაობამ ნაყოფი გამოიღო და ხსენებული ბიომასებისაგან ჯერ ცელულოზა მივიღეთ, შემდეგ კი პლასტმასი-განაცხადა ოდტის ქიმიის ფაკულტეტის ლექტორმა პროფესორმა უფუკ ბაკირმა.
ოდტის ქიმიის ფაკულტეტის მეორე თანამშრომელმა პროფესორმა გურქან კარაკასმა კი თქვა რომ, მათ გააგრძელეს რა კვლევები, ხსენებული ბიო ნარჩენებისგან მომდევნო ეტაპზე ფირებიც დაამზადეს, ბოლოს კი ისეთი პლასტიკური მასალა მოიგონეს, რომლებიც ან საერთოდ ქრებიან, ანდა იჭმევიან და ეს ახალი მასალა უებარი ევოლუციის მნიშვნელობის იქნება შეფუთვის ტექნოლოგიაში. Eეს ახალი მასალა არ იკარებს მიკრობებს, ე.ი. ანტიმიკრობულია და ამიტომ იგი მისწრება იქნება კვების მრეწველობისთვისაც, რადგან მათში ხილ-ბოსტნეულის დიდი ხნით შენახვაც შესაძლებელი გახდება, ხოლო ყველაზე მთავარი კი მაინც ის არის ჩვენი ამ ახალი აღმოჩენის რომ, გამოყენების შემდეგ ეს შესაფუთი მასალები უკვალოდ გაქრებიან და აღარ მიაყენებენ ბუნებას რაიმე ზარალს და არც დაანაგვიანებენ განაცხადა ოდტის ქიმიის ფაკულტეტის თანამშრომელმა პროფესორმა გურქან კარაკასმა.