იაღლუჯის ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივები ტვ4-ს დაუკავშირდნენ და პრობლემის გაშუქება გვთხოვეს. მათი თქმით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელმა კომპანია “მაგისტრალის” წარმომადგენლებმა რეაბილიტაციის პროცესში საკანალიზაციო მილი დააზიანეს, რის შემდეგაც ქუჩა მუდმივად იტბორება და უკვე ორი კვირაა წყალი დგას. მათივე თქმით, ამის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახლების სარდაფებში წყალი ჩადის.
პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან რუსთავის მერიაში. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი განმარტავს, ხვალ ტერიტორიაზე ახალი ჭის მოწყობის სამუშაოები დაიწყება და პრობლემა აღმოიხვრება. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა შესაბამისი კონსულტაციები კომპანია „რუსთავის წყალთანაც“ გაიარეს.
მთავარი ყველა საზოგადოება “კანალიზაცია სახლებში შედის”–იალგუჯის ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ









