ფხენიანში სამიტის დასრულების შემდეგ კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს 2 ტონა ძვირადღირებული სოკო აჩუქა. მაცუტაკე განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს იაპონიაში, ჩინეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც.
ცნობილია, რომ საჩუქარს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მოხუცებს დაურიგებს, რომელთა ოჯახებიც ომის გამო დღემდე ორადაა გაყოფილი.
ორდღიანი სამიტი ფხენიანში დღეს დასრულდა.