“კმარა პოლიტიკური პოლიცია, კმარა პოლიტიკური პროსტიტუცია.”-გრიგოლ ვაშაძე

 

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დღეს რუსთაველ ამომრჩეველს შეხვდა. პრეზიდენობის კანდიდატმა მოსახლეობას სიტვყით მიმართა და კამპანიის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

“მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ შეწუხდით და მობრძანდი ჩვენთან შეხვედრაზე. რუსთავში, ისეთივე პრობლემებია, როგორც მთელს საქართველოში. უმუშევრობა, გაჭირვება, გაურემონტებელი სკოლები და სხვა რეალობა სადაც ცხოვრობს ხელისუფლება. ერთადერთი მიზეზი ,რის გამოც ვართ აქ გამოვგლიჯოთ სახელმწიფო ქურდების ბანდას და დავუბრუნოთ მოქალაქეებს.

ყველა რეგიონი შემოვიარეთ და ორი რეგიონი დაგვრჩა. რაც ვნახეთ ეს არის ენით აღუწერელი.შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ექვსი წელი ვცხოვრობდით ომში. ასე გაგრძელება არ შეიძლება. არ შეიძლება ხალხი ოცნებობდეს რომ ერთი დღიდან მეორეზე გაიტანონ ცხოვრება.

კმარა პოლიტიკური პოლიცია, კმარა პოლიტიკური პროსტიტუცია.

რა დღეში არის ყველაფერი რაც ჩვენ 2012 წელს დავტოვეთ გული მოგიკვდებათ.”-განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

მოსახლოებას სიყვით მიმართეს გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერებმაც, მათ შორის  გიორგი ვაშაძემ, დავიტ კირკიაძემ და ზაალ უდუმაშვილმა