თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში დევნილთა დასახლების სათემო ცენტრში რეგიონალური დასაქმების ფორუმი გაიმართა . ფორუმზე ქვემო ქართლის რეგიონის 15-მდე მსხვილმა დამსაქმებელმა 500- ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა . დასაქმების ფორუმზე თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მცხოვრებმა სამუშაოს მაძიებლებმა მიიღეს მონაწილეობა და პოტენციურ დამსაქმებლებს საკუთარი შესაძლებლობები შესთავაზეს .
შეხვედრის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებმა მოსახლეობამ რეგიონში მოქმედი კომპანიებისა და აქტიური ვაკანსიების შესახებ მიიღეს ინფორმაცია . ორგანიზატორების თქმით ფორუმზე 100 000-მდე დამსაქმებელი იყო რეგისტრირებული . მათივე თქმით შეხვედრა რეგიონში მცხოვრებლების დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
დასაქმების ფორუმის ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით ჩატარდა .