“ქალაქ რუსთავში, გაგარინის ქ. N 2ა-თან, მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, აღდგენითი სამუშაოები ღამით განხორციელდება.
აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, 21 სექტემბერს 23:55-დან 22 სექტემბრის, დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
რუსთავის მარცხენა სანაპიროს და ჭყონდიდელის დასახლებას.”-ნათქვამია “რუსთავის წყალი”ს განცხადებაში
გარდა ამისა წყალმომარაგება შეიზღუდება:
ქ. რუსთავში, თბილისის ქ. N 22-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 21/09-ის 20:50-დან 23:30 საათამდე, თბილისის ქუჩა N 20,22 და 22ა ბინებს
კომპანია შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის აბონენტებს.