რუსთავქალაქობასთან დაკავშირებით , ქალაქის სხვადასხვა უბნებში ერთკვირიანი სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს , დღეს “მხიარულ სტარტებში ” ერთმანეთს შარტავასა და ჭავჭავაძის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი გუნდები ეჯიბრებიან .
შეჯიბრებები სპორტის რამოდენიმე სახეობაში: მაგიდის ჩოგბურთში, ფეხბურთში, კალათბურთში და ჭადრაკში, ქალაქის სხვადსხვა ლოკაციაზე მთელი კვირის განმავლობაში გაიმართება და გამარჯვებული გუნდები, რუსთავქალაქობა-2018-ის დახურვის დღეს, 22 სექტემბერს, სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.