მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას აღნიშნავს. ქეთევან დედოფალი აშოთან მუხრან ბატონის ასული და კახეთის მეფის, ალექსანდრეს, უფროსი ვაჟის, დავითის მეუღლე იყო.ის შაჰ-აბასის ბრძანებით, 1624 წლის 26 სექტემბერს ქალაქ შირაზში საჯაროდ, წამებით მოკლეს. დედოფლის მოწამეობამ საბოლოოდ ჩაშალა შაჰ-აბასის გეგმა, რაც მოსახლეობის სრულ გამაჰმადიანებას გულისხმობდა. წმინდანის სხეულის ნაწილები საუკუნეების შემდეგ ინდოეთში მიაკვლიეს. ქეთევან დედოფლის ნეშტის ინდოეთიდან საქართველოში ჩამოტანა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ნახევარი წლით მოლოცვა მთავრობას 343 310 ლარი დაუჯდა.
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას აღნიშნავს
ქეთევან დედოფლის ნეშტის ინდოეთიდან საქართველოში ჩამოტანა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ნახევარი წლით მოლცვა მთავრობას 343 310 ლარი დაუჯდა.