დღეს მართმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნქვს .ჯვართამაღლება ერთ-ერთი ქრისტიანული საეკლესიო დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 27 სექტემბერს მისი წარმოშობის შესახებ არსებობს სხვადასხვა გადმოცემა. ამათგან უფრო მიღებულის მიხედვით, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლისბრძანებით – იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს, იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება „ჯვართამაღლება“.
ჯვართამაღლების დღესასწაული ორ დღეს მოიცავს: „წინადღე პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლებისა“ – როდესაც დაწესებულია მკაცრი მარხვა და „მსოფლიო ამაღლება პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარისა“.
მართმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნქვს
ჯვართამაღლების დღესასწაული ორ დღეს მოიცავს