მარნეულის მერი თემურ აბაზოვი პატიმრობაში რჩება

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი პატიმრობაში რჩება. მოსამართლე, მადონა მაისურაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, სასამართლო განხილვების დასრულებამდე მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების თაობაზე. დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში, მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის, საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის, ელჩინ გულიევისა და ა.ალახვერდიევის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა ჩატარდა. ცნობილი გახდა, რომ თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა და მას გამოძიება 157 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, გავრცელების ორგანიზებას ითვალისწინებს. მას ასევე პირველადი ბრალდებით ბრალად ედება 144 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც პირის მიმართ დამამაძიმებელ გრემოებაში ღირსების შემლახავ და არა ადამიანურ მოპყრობას ითვალისწინებს. 20 სექტემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა საქმის არსებითი განხილვა