გუშინ საღამოს, მე-7 საჯარო სკოლაში , მე-5 კლასის მშობელი მე-2 სართულიდან გადმოვარდა და დაზიანებები მიიღო-ამის შესახებ ,,ქრონიკას” ინფორმაცია გვერდის მომხმარებელმა მიაწოდა. პირველადი ინფორმაციით, მშობელი კედლის შეღებვის დროს გადმოვარდა და დაზიანებები მიიღო. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყფოში გადაიყვანა.
როგორც TV4-ს ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, 50 წლამდე ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საშუალო სიმძიმის დაზიანებებით შეიყვანა . ამ დროისთვის დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასტაბილურია. გადმოვარდნის შედეგად მშობელს დაჟეჟილობა და ცდომის გარეშე ნეკნების მოტეხილობა აღენიშნებოდა.