რუსთავში, მოედანს, სადაც ჟიული შარტავას სკვერი და ბიუსტი მდებარეობს შესაძლოა ჟიული შარტავას სახელი მიენიჭოს. ამის შესახებ დღეს რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში გიორგი ბეგაძემ განაცხადა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პარლამენტის წევრებმა და მოქალაქეებმა დღეს ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მაიგეს. მთავრობის წარმომადგენლებმა იმ როლზე ისაუბრეს, რომელიც ეროვნულმა გმირმა, საზგგადო და პოლიტიკურმა მოღვაწემ როგორც რუსთავის, ასევე მთელი ქვეყნის განვითარებსა და ისტორიაში შეასრულა. ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რა დროსაც სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ის თანამებრძოლეთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიდა. მოგვიანებით ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადმოეცა. შარტავა სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის ოდენით დაჯილდოვდა.