საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 2.6 მაგნიტუდა შეადგინა. როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ჩიქოვანმა, განაცხადა მიწისძვრის ეპიცენტრი რუსთავიდან 18 კილომეტრში, სოფელ ნორიოსთან იყო.
მიწისძვრა 08:17 საათზე მოხდა.