სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურიას წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით არ დაამკაყოფილა. დაცვის მხარეს რვა შუამდგომლობა ჰქონდა, მათ შორის იყო გიორგი ჭანტურიას სახლის ჩხრეკის ოქმის, თედორაძის, მთავარი მოწმის მოწმეთა სიიდან ამოღებისა და ფარული საგამოძიებო თვალთვალის დროს ამოღებული ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერების ამოღება.
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლიბა ხუთი მოწმის მოწმეთა სიიდან ამორიცხვის თაობაზე.
ჭანტურიას საქმეზე მომდევნო პროცესი 1 ოქტომბერს 10:00 საათზე ჩაინიშნა.
დაცვის მხარე სასამართლოს დღევანდელ შემადგენლობას უნდობლობას უცხადებს და მოსამართლის გადაწყვეტილებას ტენდენციურს უწოდებს.