გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმეზეე დაცვის მხარე მოსამართლის ეკატერინე პართენიშვილის აცილების შუამდგომლობას დააყენებს.ამის შესახებ საქმეზე ბრალდებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა. “მოსამართლის სანდოობას ვაყენებთ ეჭვქეშ”-აცხადებს ადვოკატი. დღეს დაცვის მხარე მტკიცებულებების დაუშვებლობის შუამდგომლობასაც დააყენებს. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე ასევე მოითხოვს აღმკვეთი ღონისძიების პატიმრობის შეცვლას. სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236- ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება. რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს. საქმეზე სასამართლო პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება.