მუნიციპალური სერვისების ელექტრონიზაცია–რა მომსახურების მიღება შეეძლებათ მოქალაქეებს

რეჟიმში შეავსონ განაცხადი პორტალის საშუალებით და ელექტრონულად მიმართონ მუნიციპალიტეტს ისეთი მომსახურებების მისაღებად, როგორიცაა მშენებლობის ნებართვა, სოციალური დახმარება, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭება და ა.შ.

რუსთავში საჯარო მოხელეებისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის პრაქტიკული დანიშნულების შესახებ ტრენინგები ტარდება. ტრენინგების კურსი მიზნად ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებისთვის ელექტრონული დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ისახავს. კანონის თანახმად თვითმმართვეობებში ახალი სერვისი ინერგება.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობით მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის საშუალებით წარმოებული მუნიციპალური სერვისები ხელმისაწვდომი გახდა ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე – MY.GOV.GE. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე საშუალება აქვთ, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში შეავსონ განაცხადი პორტალის საშუალებით და ელექტრონულად მიმართონ მუნიციპალიტეტს ისეთი მომსახურებების მისაღებად, როგორიცაა მშენებლობის ნებართვა, სოციალური დახმარება, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭება და ა.შ. მომავალში იგეგმება ახალი მუნიციპალური სერვისების ელექტრონიზაცია და პორტალზე მათი განთავსებაც . რუსთავის მუნიციპალტიტეტმა მსგავსი სერვისი მუნიციპალიტეტების დონეზე უკვე დანერგა. დღეს ტრენინგის მონაწილეები აღნიშნული პორტალის პრაქტიკული გამოყენების დეტალებს გაეცნენ .