მარტოხელა დედას რუსთავში სახელმწიფომ სოციალური დახმარება შეუწყვიტა

მარტოხელა დედა რუსთავში, რომელსაც სახელმწიფომ სოციალური დახმარება შეუჩერა. ნინო ჩახვაშვილი მცირეწლოვან შვილთან ერთად ყოველგვარი შემოსავლის წყაროს გარეშე რჩება. მისი თქმით, უკვე მეორე თვეა ის სოციალურ შემწეობას, რომელიც 130 ლარს შეადგენდა ვეღარ იღებს. ჩახვაშვილები ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ და დახმარებას ითხოვენ. ოჯახს ახლა სასმელი წყალიც არ მიეწოდება.კომპანიამ მათ წყალი დავალიანების გამო შეუწყვიტა. რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, როგორც ნინო ჩახვაშვილი ამბობს, მას სოციალური დახმარების სააგენტოში ვერ განუმარტეს, თუ რატომ მოხდა სტატუსის შეჩერება. ოჯახი აგენტმა ხელმეორედ უკვე გადაამოწმა . აღუდგება თუ არა მარტოხელა დედას სოციალური დახმარება თვის ბოლოს გახდება ცნობილი.