რამდენი დახარჯა ამერიკის მთავრობამ სკოლების რეაბილიტაციისთვის

ათასწლეულების გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული რუსთავის #4 და გარდაბნის #4 საჯარო სკოლები დღეს ოფიციალურად გაიხსნა. სკოლებს ათასწლეულების გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, განათლების მინისტრის მოადგილე, აშშ–ის ელჩი საქართველოში და აშშ–ს მთავრობის ათასწლეულების გამოწვევის კორპორაციის ოპერაციების აღმასრლებელი დირექტორი ეწვივნენ. ათასწლეულების გამოწვევის ფონდის მიერ რუსთავში სამ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია სრულად ჩაუტარდა. რეაბილიტაციის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 58 საჯარო სკოლა.მათ შორის ქვემო ქართლში რეაბილიტაცია 10–ზე მეტ სკოლას ჩაუტარდა.საჯარო სკოლების რეაბილიტაციას აფინანსებს აშშ–ს მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე, 140 მილიონი აშ დოლარის კონტრაქტით/გრანტით.ჟამში საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის 54 მილიონი აშშ დოლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი.