რუსთავის ფოლადის სტადიონზე ეროვნული ლიგა სამის 25-ე ტურში ერთმანეთს საფეხბურთო კლუბები „გარდაბანი „და „ზუგდიდი“ დაუპირისპირდნენ. საშინაო მატჩში გარდაბანი დამარცხდა და შეხვედრა 0 -1 დასრულდა.გარდაბნის მთავარი მწვრთნელი მატჩს აფასებს და განმარტავს, რომ თამაში საკმაოდ დაძაბული იყო.
საფეხბურთო კლუბი „გარდაბანი” ეროვნული ლიგა სამის სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-14 ადგილზეა და ათეულში მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს . მომდევნო მატჩი გუნდს 10 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ ,,სამგურალთან”” აქვს.